თაკო კორინთელი გადაცემას „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრობდა.
ტელეწამყვანი გადაცემას მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ეწვია.
თაკომ გადაცემაში არაერთ საკითხზე ისაუბრა, ერთ-ერთი თემა კი იყო მისი თმა, რომელიც წამყვანმა გადაიპარსა.
„იმდენი მითქმა-მოთქმა ამ ყველაფერზე, ჯერ ჩემი გასუქება ხო არ ვიცი, გადამაყოლეს.
დამშვიდდით ყველაფერი კარგად არის, ვდგები ისევ ფორმაში.
ჰორმონალურმა წამლებმა გამოიწვია თმის ხარისხის გაფუჭება და მითხრეს, რომ თუ გაბედავ და თმას გადაიპარსავ გაჯანსაღების მიზნით, ძალიან კარგი იქნებაო.
ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვბედავდი იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან დიდი თმა მქონდა.
ჩემი თმის მოვლის რუტინა იყო მთელი ამბავი, ძალიან მიყვარს თმის მოვლა…
მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა თავის გადაპარსვა ვფიქრობდი, რომ თავის ფორმა მექნებოდა ცუდი, ვაკრიტიკებდი საკუთარ თავს, მაგრამ ლევანი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი თავის ფორმა გაქვს და მე ყველანაირი მიყვარხარო. მოკლედ შევედი სალონში დავჯექი და გადავიპარსე თმა…
სარკეში რომ ჩავიხედე ისე მომეწონა საკუთარი თავი..მერე ეს თემა იყო განხილვის საგანი, ათრიეს სოციალურ ქსელში რომ რა დაემართაო, იწერებოდა ცუდი სტატიები…“- ჰყვება თაკო კორინთელი.