LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჯერ ოთხი წელიც არ არის, რაც მე და კახა შევუღლდით… სულ ვამბობდი, რომ დედობა და სახლში ყოფნა ჩემი არ არის, სულ ხალხში და სულ მეგობრებში უნდა ვიყო-მეთქი… ახლა გადავიფიქრე“ – ნანუკა გულუა „იმედის“ სიუჟეტში

434
ნანუკა გულუა

ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ოჯახთან ერთად „იმედის“ გადაცემა „17:17 – მომხიბლავი ხუთშაბათის“ სტუმარი იყო.

აღსანიშნავია, რომ გადაცემის წამყვანი, თავად ნანუკა გულუაა. მან რუბრიკაში ზაფხულის თავგადასავალი გაგვიზიარა.

„ზაფხული გვქონდა არაჩვეულებრივი. ვისვენებდით ბაკურიანში და მე და კახას ძალიან მოგვინდა, რომ ზღვაზეც დაგვესვენა. დაგეგმილი გვქონდა, რომ აღმზრდელთან ერთად უნდა წავსულიყავით, მაგრამ წინა დღეს მან ხელი მოიტეხა. მეორე აღმზრდელი შვებულებაში გვყავდა და ვერ ვეტყოდით, შენი კუთვნილი შვებულებიდან ჩვენთან ერთად წამოდიო. წავედით სამ ბავშვთან ერთად მარტო.

ეს იყო ყველაზე ქაოსური თავგადასავალი. საგიჟეთი გვქონდა, მაგრამ ჩვენმა აღმზრდელმა, რომელიც შვებულებაში იყო, ჩვენთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა და ამოვისუნთქეთ.

კახა კაშია:

„მართლა საოცარი ზაფხული გვქონდა, სამივეს სხვადასხვა რამე უნდოდა. აღმზრდელებმა გვიშველეს.“

ნანუკა:

„ჯერ ოთხი წელიც არ არის, რაც მე და კახა შევუღლდით და უცებ ძალიან ბევრნი გავხდით. სულ ვამბობდი, რომ დედობა და სახლში ყოფნა ჩემი არ არის. სულ ხალხში და სულ მეგობრებში უნდა ვიყო-მეთქი. ახლა გადავიფიქრე. შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა და ყველაზე კარგი საქმეა. მინდა ჩემს შვილებთან ერთად მყავდეს მეგობრებიც. მათთან ერთად მინდა მოგზაურობაც“. – ამბობს ნანუკა გულუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g