ჯგუფი Circus Mircus ევროვიზიის კონკურსზე მაყურებლის წინაშე წარდგა. კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეხუთე ნომრად, სიმღერით Lock Me In წარდგა.
ხმის მისაცემად ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ მეორე ნახევარფინალში მონაწილე იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ასევე მეორე ნახევარფინალში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ესპანეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუძლია ხმის მიცემა. ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.