Super Bowl-ის ერთ-ერთ რეკლამაში 66 წლის მსახიობი, ჯონ ტრავოლდა და მისი 20 წლის ქალიშვილი გამოჩნდნენ. მათ სახლის ეზოში ენერგიული ცეკვა წარმოადგინეს. ვიდეო ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო.
აღსანიშნავია, რომ ტრავოლტას მონაწილეობით ფილმის „ბრეოლინის“ გამოსვლიდან 43 წელი გავიდა. ფილმში ტრავოლტასა და ოლივია ნიუტონის ცეკვა ყველას კარგად გახსოვთ, სწორედ აღნიშნული მოძრაობები გაიმეორა მამა-შვილმა.
ცნობისთვის, გასულ წელს ტრავოლტას მეუღლე, ამერიკელი მსახიობი კელი პრესტონი გარდაიცვალა. ის 57 წლისა იყო. პრესტონის გარდაცვალების მიზეზი მკერდის კიბო გახდა. მსახიობი ონკოლოგიურ დაავადებას 2 წლის განმავლობაში ებრძოდა.
„პირველი შობა შენ გარეშე“, - ჯონ ტრავოლტა ვიდეოს ავრცელებს
ტრავოლტამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი შვილები საზოგადოებას ახალ წელს ულოცავენ