LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კაცს თუ უყვარხარ ძლიერიც უყვარხარ, სუსტიც, დაბანილიც და დაუბანელიც… არაფრისაც არ ეშინიათ კაცებს, უსიყვარულობის გარდა… შემიძლია უსაზღვროდ, უპირობოდ ვიყო აბსოლუტური „ჩვარი“ ვიღაცა ადამიანის წინაშე“ – ნინო ნადირაძე

726
ნინო ნადირაძე

რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი – ამ თემაზე ისაუბრა გადაცემა „დღის პოსტში“ ტელეწამყვანმა და ექიმმა ნინო ნადირაძემ.

„ძლიერი ქალი ითვალისწინებს ჯერ საკუთარ აზრს და შემდეგ სხვის აზრს. თუ ხარ სხვისი აზრის ტყვეობაში და გეშინია რას იტყვის მეზობელი, ნათესავი და სხვა ადამიანი, მაშინ არასოდეს არ ხარ ძლიერი.

რაღაცას რომ ვაკეთებ, ეს მე მინდა, რაღაცას რომ ვამბობ მე ვფიქრობ ამას და ეს არის ჩემი სიძლიერე. რაღაც ნაბიჯს როცა ვდგამ ის არის ჩემი სურვილი და არა ვინმეს მიერ ნაკარნახევი“ – განაცხადა ნინო ნადირაძემ. 

ტელეწამყვანმა და ექიმმა შვილიშვილზე ისაუბრა და მოყვა, თუ როგორ შეცვალა მან მისი ცხოვრება:

„თითო სუსტი ადგილი აქვს ყველას, თუმცა შვილიშვილი ეს არის ჩემთვის სიძლიერე… მოფერება არ გამომდიოდა, სულ მეგონა რომ ამის ნიჭი არ მაქვს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ისეთი ნიჭი მქონია, შემიძლია უსაზღვროდ, უპირობოდ ვიყო აბსოლუტური „ჩვარი“ ვიღაცა ადამიანის წინაშე. ამ მზეჭაბუკმა ( შვილიშვილმა) ეს დაიმსახურა“- თქვა ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძემ, ასევე ისაუბრა თავის პროფესიაზე და თქვა, რომ მან ისწავლა ემოციების მართვა. მისი თქმით მთელი მისი ემოცია მიმართულია შვილიშვილისკენ.

მოსწონთ თუ არა მამაკაცებს ძლიერი ქალები? აღნიშნულ კითხვაზე ნინო ნადირაძე ამბობს: „კაცს თუ უყვარხარ ძლიერიც უყვარხარ, სუსტიც, დაბანილიც და დაუბანელიც… არაფრისაც არ ეშინიათ კაცებს, უსიყვარულობის გარდა“ – თქვა ნადირაძემ.

🔹 არაფრისაც არ ეშინიათ კაცებს, უსიყვარულობის გარდა

🔹 არაფრისაც არ ეშინიათ კაცებს, უსიყვარულობის გარდა 🔹მარტივია, ამოეფარო საზოგადოების აზრს და აყვე ტრენდს,- ეს სუსტ ადამიანებს ემართება… 🔹 შემიძლია, ვიყო აბსოლუტური "ჩვარი" ვიღაცის წინაშე, ჩემს შვილიშვილს ვგულისხმობ… – ეს სიძლიერეა… 🔹კაცს თუ უყვარხარ ძლიერიც უყვარხარ, სუსტიც, დაბანილიც და დაუბანელიც… #ნინონადირაძე

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ხუთშაბათი, 30 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g