LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კაცს უნდა უნდოდეს ოჯახი, რომ შეინარჩუნოს“ – ჯემალ და მანანა სეფიაშვილების 50 წლიანი თანაცხოვრებისა და ბედნიერი ოჯახის საიდუმლო

3420
334907442_899587027941855_3926539326567390063_n

ჯემალ და მანანა სეფიაშვილებმა 50-წლიანი თანაცხოვრების შესახებ „პოსტ ტვ-ის“ ეთერში ისაუბრეს.

როგორც კომპოზიტორმა თქვა, მომავალი მომავალი მეუღლე ერთ-ერთ კაფეში გაიცნო.

მანვე აღნიშნა, რომ მანანა მისი შემოქმედების პირველი მსმენელია, რადგან ყველა სიმღერას მუსიკოსი თავის მეუღლეს უძღვნის.

ცნობილი წყვილი, რომლის თანაცხოვრება უკვე 50 წელს ითვლის, აღნიშნავს, რომ მთავარია ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდეთ და შეცდომებს პატიობდნენ.

ჯემალი: უპრობლემო ოჯახი არ არსებობს, არც არის საჭირო, პრობლემა გზრდის, პრობლემა გამზადებს, პრობლემა შენს ცნობიერებას ცვლის…ცხოვრებაში მოულოდნელი რაღაცები ხდება, მაგრამ მთავარია, რომ ოჯახი უნდა გინდოდეს. ოჯახი ვისაც უნდა, ის ოჯახზე ზრუნავს. ზრუნავს იმაზე, რომ ოჯახი შეინარჩუნოს. შეცდომა ბევრი მოსდის კაცსაც და ქალსაც, ვის რამდენი მოსიდს კაცმა არ იცის…
მაგრამ უნდა იყო დიდი ადამიანი, ცოლმა ქმარს და ქმარმა ცოლს რაღაცები უნდა აპატიოს და რომ აპატიებ ამით უნდა იყო ბედნიერი.

მანანა: მამაკაცს უნდა ჰქონდეს სურვილი ქალის სიყვარულის, მეუღლის, ოჯახის სიყვარულის, როცა ეს ყველაფერი არის, დანარჩენზე ყველაფერზე თვალებს ხუჭავ…

ჯემალი ძალიან თბილია…

 

ვიდეო: ირმა სოხაძისა და ჯემალ სეფიაშვილის საოცრად ემოციური შესრულება – სიმღერა დედაზე

ვიდეო: ცისანა სეფიაშვილის განსაკუთრებული „ლუქი“ და მამასთან ერთად შესრულებული სიმღერა

„მანანა და ჯემალი 50 წელი ერთად“ – დაუვიწყარი ცეკვა და ულამაზესი ტორტი

ვიდეო: როგორ აღნიშნეს მანანა და ჯემალ სეფიაშვილებმა თანაცხოვრების 50-ე წლისთავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები