მსახიობი კახა კინწურაშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კომენტარს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მსახიობების გაფიცვას ეხმიანება, რომელიც ახლახან გამოცხადდა:
„მარტიდან მოყოლებული, სახლთან ხვდებოდნენ „ტიტუშკები“ ადამიანებს და დღეს სახლთან ხვდებიან სტრუქტურის წარმომადგენლები. დარღვეულია ყველა პირობა, სიტყვა და რაც მთავარია, კონსტიტუცია. ადამიანების ღირსება შელახულია, სიცოცხლის საფრთხე შეექმნათ ადამიანებს და უკვე შვიდი დღეა, ტელევიზორში ვუყურებთ ამ ყველაფერს. გაფიცვა არის ერთ-ერთი ფორმა იმისთვის, რომ ადამიანებმა, ვინც ვართ ამ სფეროში, პროცესი კულტურულ სივრცეში დავაბრუნოთ. მსახიობებს გვქონდა შეკრება მსახიობთა სახლში. ამ ინსტიტუციამ უნდა დაიცვას მსახიობები. ნათია ბუნტურს ცხვირი გაუტეხეს, გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც ადამიანებს ეხმარებოდა, დაიჭირეს და ორი დღე ჰყავდათ იზოლატორში. ამაზე მსახიობთა სახლს, რომელიც ვალდებულია, არ გაუკეთებია არც ერთი განცხადებაც კი. ნახევარი საათით ადრე გააკეთეს განცხადება, სანამ ჩვენ მივიდოდით. ესეც კარგია, მაგრამ მსახიობები, რომლებიც სადამსჯელო რაზმებს შეეწირნენ, მათი სახელი კი არ უხსენებიათ. დღეს ნებისმიერი პრობლემა გაცდენილია პარტიულ ინტერესებს, საუბარია ეროვნულ ინტერესზე…“