კახაბერ ცისკარიძე „იმედის დღის“ ეთერში ბევრ თემაზე საუბრობს, მათ შორის იმაზე, რა არის მისთვის, როგორც არტისტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი:
„ჩემთვის ეს არის სიმდიდრე, რომ ჩემი მუსიკა არ ბერდება და ახალ თაობაში ახლდება. მე ჯერ ძელი კომპოზიციების გადარემიქსებაც კი არ დამიწყია, იმდენად ბევრი საინტერესო მასალა გვაქვს ახალი. ეს ყველაფერი ასევე ეხება, ქვეყანას, კულტურას, ფორმას, როგორ მივაწოდო მსმენელს ისე, რომ აღფრთოვანებული იყოს ქართული კულტურით.
იმ შეგრძნებას და იმ ტალღას, რა ვიბრაციებსაც ვიღებ, როცა ჩავალ ახლა ბათუმში და მინიმუმ 10 000 კაცი მეყოლება კონცერტზე, რაც უნდა ძლიერი ნარკოტიკი იყოს, ამას ვერ გადაწონის და ეს ფხიზლად უნდა მიიღოს არტისტმა…“