რუსთაველზე მიმდინარე აქციის 25-ე დღეს კახელები და ქიზიყელები თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ.
დედაქალაქში მიმდინარე კახელებისა და ქიზიყელების საპროტესტო მარშში მონაწილეობს მომღერალი, მერაბ სეფაშვილი.
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან „კახელების მარშს” შეუერთდა
მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“.
„კახელებმა გვიან გავიღვიძეთ, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვან დროს მოვედით, როდესაც პრეზიდენტი გააკეთებს მიმართვას. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ერთობით და სიყვარულით სამშობლოს მიმართ… გაუმარჯოს ჩვენს პრეზიდენტს“ – განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.
👉 კახელებმა გვიან გავიღვიძეთ, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვან დროს მოვედით I მერაბ სეფაშვილი
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 22 დეკემბერი, 2024