საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო სახალისო ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეა გადაღებული.
„ირემმა ვიდეო “სელფი” არ იკმარა და ფოტოხაფანგის დაგემოვნება გადაწყვიტა“, – იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ ონავარი ირემის ვიდეოს, სოციალურ ქსელში, უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.
შეგახსენებთ, ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც:
-
ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გლობალური ეკო-რეგიონი (კავკასიური შერეული ტყეების ეკო-რეგიონი);
-
ძირითადი ორნიტოლოგიური ტერიტორია (Important Bird Area (GE024);
-
საერთაშორისო კონსერვაციის (Conservation International) – ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ასევე აღიარებულია, როგორც „ზურმუხტის ქსელის“ პოტენციური კანდიდატი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში – კვალიფიცირდება Natura 2000-ისთვის.