თბილისის მერი, კახი კალაძე, „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს, აჭამოს თავის პატარა ვაჟს, ნიკოლასს.
ნიკოლასი დიდი ონავარი ვინმეა. მამა მცდელობას არ აკლებს, რომ მას კერძი აჭამოს, თუმცა ნიკოლასი ასე ადვილად არ ნებდება. „რატომ მატყუებ ახლა, რატომ მაწვალებ? კარტოფილი გინდა?“, ეკითხება შვილს, რომელიც ხორცზეც და კარტოფილზეც მამას უარს ეუბნება.