დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვიდეორგოლი გამოქვეყნდა, რომელშიც ოჯახური ფოტოსესიის ამსახველი კადრებია გადაღებული.
უცნობია ფოტოსესიის მიზანი, თუმცა ოჯახის წევრები საკუთარი სახლის ეზოში მხიარულად პოზირებენ და ამასთან, შესანიშნავ დროსაც ატარებენ.