LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

236

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა.

საელჩომ თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქა ეს ფაქტი. ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g