LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კანიე უესტმა ხალხთან შეხვედრისას ცრემლები ვერ შეიკავა

153
kaniewestnewsprsd

მილიარდერი რეპერი კანიე უესტი, რომელიც ბედს ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნებში ცდის, ამომრჩევლებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი ასეთი შეხვედრა რეპერმა ჩარსლტონში უკვე გამართა. მოსახლეობასთან შეხვედრის თემა იარაღის უკანონოდ შენახვა და აბორტები იყო. უესტი ხალხთან ბრონირებული დამცავი ჟილეტით მივიდა, ხოლო აბორტებზე საუბრისას, თავისი ისტორია გაიხსენა:

„დედამ გადამარჩინა, მამას უნდოდა, რომ არ დავბადებულიყავი. მახსოვს, როდესაც კიმმა დამირეკა და მითხრა, რომ ორსულად იყო, ის ტიროდა. შემდეგი სამი თვე ვფიქრობდით, ღირდა თუ არა ამ ორსულობის შენარჩუნება“

ამ ემოციური სიტყვის წარმოთქმისას კანიე უესტმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა. მედიამ რეპერის ეს გამოსვლა უფრო უკონტროლო ისტერიკად შეაფასა, ვიდრე ემოციად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g