ანსამბლმა „სუხიშვილები“ ევროპული ტური დაიწყო. ანსამბლმა პირველი კონცერტი პარიზში გამართა.
პირველი კონცერტის შემდეგ დარბაზის ემოციების ამსახველი კადრები „სუხიშვილების“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.
„კარგი დასაწყისი, მადლობა პარიზს“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში. კონცერტის შემდეგ ილიკო სუხიშვილმა და ნინო სუხიშვილმა აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
დარბაზში ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა.
ანსამბლის სოციალურ ქსელშივე ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ერთობიან და მუშაობენ მოცეკვავეები კონცერტის დაწყებამდე.