LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა და მაგას არასდროს გავიმეორებ” – რაზე არ იხუმრებს არასდროს ბექა ყორშია

307
BeFunky-collage - 2023-05-02T012505.784

ჟურნალისტი ბექა ყორშია გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან” განმარტავს, რაზე არ იხუმრებს არასდროს და რა მიაჩნია მას მდარე იუმორად.

„მგონია რომ ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება, თუმცა დაცინვა და ქილიკი არა. ადამიანს უნდა ჰქონდეს თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც ანიშნებს, რომ კონკრეტულ რამეზე არ უნდა იქილიკოს. არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, ადამიანისთვის გარეგნობის გამო დამეცინა. დაუძინებელ მტერსაც კი რომ დასცინო ამის გამო, უღირსი საქციელი იქნება. ეს მდარე იუმორზე მიუთითებს.

ამ ჟანრში, რომელსაც მე ვაკეთებ ბეწვის ხიდზე გავდივარ ხოლმე, რადგან პოლიტიკურ სატირაში ზღვარის დაცვა ძალიან ძნელია. მქონდა შემთხვევა, როდესაც ზღვარი გადავლახე და დღემდე სტრესულია ჩემთვის. ვნანობ და ჩემთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა”, – საუბრობს ბექა ყორშია.

ვიდეო: „მამამ უთხრა დედას, სიცოცხლეს გავწირავდი შენ რომ გადამერჩინეო, დედამ – ახლა რომ გადარჩი, ჩათვალე ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეო” – ბექა ყორშია ბავშვობის ემოციურ ისტორიას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები