მედიაში ბრედ პიტის უახლესი ვიდეო გავრცელდა. 61 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. მას როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად ეცვა. პიტი ცისფერ პერანგსა და თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი. მის „ლუქს“ მისი საყვარელი პანამა-ქუდი და ჩანთა ასრულებდა, რომელსაც მისი სახელის ინიციალები ჰქონდა.
ინტერნეტსივრცეში მსახიობი წონაში მომატებული მოეჩვენათ. ამ ფაქტმა უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„კარგი ქალის ხელში მამაკაცი სუქდება“, „შეეტყო ინეს დე რამონის ხელი“ „ბოლოს და ბოლოს შეეტყო ასაკი“, „შესანიშნავ ფორმაშია“, „ბრედ პიტის რენესანსი“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ბრედი უკვე 2 წელზე მეტია ინეს დე რამონს ხვდება. მედიის ცნობით, წყვილი უახლოეს მომავალში დაქორწინებას გეგმავს.
ვიდეო: 61 წლის ბრედ პიტმა ბოლოს და ბოლოს მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა
60 წლის ბრედ პიტის თინეიჯერული „ლუქი“ და 31 წლის ინეს დე რამონი იდენტური ფერების სამოსში