„კასანდრა დარჩა გულში, როგორც განძი… მომდის და მომდის უდიდესი სიყვარული მათგან ვინც 90-ში ეკრანზე მიყურებდა. 30 წლის შემდეგ ახლა დამიბრუნდა ის უდიდესი სიყვარული“, – ამის შესახებ ვენესუელელმა მსახიობმა, კორაიმა ტორესმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა, „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა.
კორაიმა ტორესი 90-იან წლებში მთელს მსოფლიოში პოპულარული, ცნობილი ტელენოველის, „კასანდრას“ წყალობით გახდა.
51 წლის მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია.
კორაიმა ტორესი გულწრფელ ინტერვიუში „კასანდრას“ როლზე, შესანიშნავ კარიერასა და სამომავლო გეგმების შესახებ ჰყვება:
„კასანდრა იყო ჩემი პირველი მთავარი როლი, იმ პერიოდში მხოლოდ მუშაობით ვიყავი მოცული, ერთ წელიწადში გადავიღეთ 150 სერია. სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, ვენესუელაში ვგრძნობდი, რომ ბევრი მაყურებელი დაგვიგროვდა, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ინფორმაცია არ მოდიოდა…
კასანდრაზე მუშაობა რომ დავამთავრე, ერთ კვირაში ახალი გადაღებები დავიწყე. ისე გამოდის თითქოს იმ მომენტში კასანდრას წარმატება გამოვტოვე, მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში გავიგე, თურმე მას მთელი მსოფლიო უყურებდა.
ამ დროს 17 წლის ვიყავი, კონტრაქტზეც კი არ მომიწერია ხელი, ჩემმა დამ მოაწერა.
18 წელი გადაღებების დროს შემისრულდა…
მე მიყვარს ეს გოგონა, კასანდრა ეს ბოშა გოგო, რომელიც თავიდანვე ძლიერი იყო… სხვათა შორის კასანდრასგან არანაირი სუვენირი არ შემომრჩა.
კასანდრა დარჩა გულში, როგორც განძი. მომდის და მომდის უდიდესი სიყვარული მათგან ვინც 90-ში ეკრანზე მიყურებდა. 30 წლის შემდეგ ახლა დამიბრუნდა ის უდიდესი სიყვარული“, – ამბობს მსახიობი „იმედთან“ ინტერვიუში.
#ექსკლუზიური და გულწრფელი ინტერვიუ კორაიმა ტორესთან, კასანდრას როლის შემსრულებელთან🗨️ „კასანდრა დარჩა გულში, როგორც განძი. მომდის და მომდის უდიდესი სიყვარული მათგან ვინც 90-ში ეკრანზე მიყურებდა. 30 წლის შემდეგ ახლა დამიბრუნდა ის უდიდესი სიყვარული. “ #ექსკლუზიური და გულწრფელი ინტერვიუ კორაიმა ტორესთან, 90-იანების ყველაზე საყვარელი სერიალის გმირ კასანდრასთან » როგორ ცხოვრობს კორაიმა ტორესი 30 წლის შემდეგ, რატომ ვერ მოაწერა ხელი სერიალის გადაღების კონტრაქტზე და რას ნანობს ძალიან – მსახიობი, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა, თავის ისტორიას გვიზიარებს
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025