დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია, – ამის შესახებ ბრალდებული ბექა ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა სასამართლო სხდომის დასეულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
“ბრალდების მხარის პოზიცია იყო შემდეგი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ხოლო დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს. ეს იყო ბრალდებულის პოზიცია და ბუნებრივია მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმაც აღნიშნული პოზიცია გავავრცელეთ სასამართლო პროცესზე.
დუმილის უფლებას ვიყენებთ ამ მოცემულ შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან რომ გამოძიება მიმდინარეობს, დაცვის მხარე საქმის გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს”, – განაცხადა ადვოკატმა სალომე არდოტელმა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
სასამართლო დარბაზიდან კადრებს „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს.