LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხალხი გრძელ რიგში დგას – კიევში უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს

365
კრავჩუკის გაცილების ცერემონია

კიევში უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს.

როგორც UNIAN იუწყება, ცერემონია უკრაინის სახლში მიმდინარეობს.

პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ,  კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლაი ჟირნოვი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო და უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე,  ალექსანდრე მოროზი.

გარდა ამისა, გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე იმყოფებიან: უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

ასევე გამოჩენილ პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად მისულთა შორის იყვნენ: ირენა კილჩიცკაია, ანა გერმანი და დიმიტრი გორდონი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხალხი გრძელ რიგში დგას , რომელიც გადაჭიმულია კიბეებამდე უკრაინის სახლის წინ, რათა დაემშვიდობონ კრავჩუკს.

როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინებოდა, თანამედროვე უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 10 მაისს კიევის დროით 17:00 საათზე გარდაიცვალა. მედია წყაროების ცნობით, დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი „მოკლა მოვლენებმა“ (ომი რუსეთის ფედერაციასთან – UNIAN).

მოგვიანებით, დეპუტატმა ირინა გერაშჩენკომ დაადასტურა კრავჩუკის გარდაცვალება, მაგრამ დეტალები არ გაამჟღავნა.

კრავჩუკმა 88 წლის იუბილე მიმდინარე წლის 10 იანვარს აღნიშნა.

მხატვარ სერგეი პოიარკოვის თქმით, უკრაინის პირველ პრეზიდენტს ივნისის ბოლოს, კიევის გულის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გერმანიაში რეაბილიტაციაზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g