ტელეპროექტ „ხალხურის“ ეთერში ანსამბლმა „შემოძახილმა“ ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ დაუვიწყარი შესრულებით შემოგვთავაზა.
„ვასო კორნიენკო საქართველოს ბრილიანტია… ბედნიერებაა ,რომ ჩვენს ეპოქაშია ეს კაცი… მადლობა მთლიან „შემოძახილს“.
„ჩაკრულო“ ამაზე ნაკლებად არ უნდა იმღერებოდეს! ეს იგივეა, ჯომულუნგმას წვერზე ახვიდე, ქართული დროშა ჩაარჭო და ჩამოხვიდე! დღეს ეს ვიგრძენით, დედამიწის ყველაზე მაღალი წერტილიდან ვუცქერდით სამყაროს…“
„ხალხო, რა საგანძური გვაქვს, რა ერი ვართ…“