რუსკა მაყაშვილი რადიო „ფორტუნა პლიუსის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავის მოვლის რუტინისა და მის შესახებ აგორებული ჭორების შესახებ საუბრობს.
მსახიობის თქმით, ჭორებს ყურადღებას აღარ აქცევს და შეუძლიათ „წერონ და იკითხონ“.
„ყოველდღე ახალი ინფორმაცია მოდის ჩემს შესახებ, ტროლები გიჟებივით მუშაობენ. როდესაც „რუსთავი 2-დან“ წამოვედი, ეგრევე საგიჟეთი დაიწყო. ახლა, როდესაც მეორე ტელევიზიიდან წამოვედი, ისევ იგივეა. ხან მამუკა ხაზარაძე მასპონსორებს, ხან სომეხი ვარ. ხან ანორექსია მაქვს, ხან კაზინოში დავდივარ. ხან ძალადობის მსხვერპლი ვარ და ხან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. წერონ და იკითხონ. არც შეყვარებული ვარ მათ შორის“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.