„დილა მშვიდობისა საქართველო“ ეწვია ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახს და წყვილთან ერთად, ნინი ქარსელაძესაც ესაუბრა.
ხათუნა:
„როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეგონა, რომ სიმკაცრე იყო ის, რითაც ნინი უფრო მოსიყვარულე და მოწესრიგებული გაიზრდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ნინიმ გაიღვიძა პოპულარულმა. მას შემდეგ, რაც ნინიმ და ზუკა ხუციშვილმა პირველად შეასრულეს დუეტი, შემდეგ იყო „სახესთან“ ერთად ამათი გამოჩენა, რამაც საოცრება მოახდინა. ქუჩაში რომ გავდიოდით, და ეს დღემდე გრძელდება, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ ეფერებოდა ხალხი, როგორ ხვდებოდნენ და ცნობდნენ. მეც ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და ვიფიქრე, რომ ცნობილობა თავში არ აუვარდეს-მეთქი. გამოსავალს ვპოულობდი სიმკაცრეში, რაც არასწორი იყო. ვნანობ და განვიცდი, რომ ჩემს უფროს შვილს კარგი შეფასებები მოვაკელი.
ნინი:
ბოლო წლებში გავცვალეთ როლები. მე ხათუნას დედა გავხდი, ხათუნა – ჩემი შვილი, ეს მისმა ავადმყოფობამ გამოიწვია. ამან ბევრი რამ გვასწავლა, ბევრი გადაფასება მოხდა, ღმერთთან მივედი ახლოს, როგორც მას ეს სურდა. ვთვლი, რომ ეს განსაცდელი სწორედ ამიტომ მოხდა… გავხდი შედარებით მშვიდი. ადრე რაც პრობლემად მიმაჩნდა და განვიცდიდი, დღეს სასაცილოდ მიმაჩნია.
ხათუნა:
განსაცდელთან ბრძოლის ძალა მომცეს ჩემმა შვილებმა, რა თქმა უნდა, ზურამ, რომელიც ძალიან მამხნევებდა და გვერდში მედგა და ჩემმა ძმამ, რომელსაც ავადმყოფობის პერიოდში ვეხუმრებოდი, ასე თუ გიყვარდი, რატომ არ მაჩვენებდი აქამდე-მეთქი. ისეთი თბილი და ტკბილი გახდა, როგორიც ბავშვობის მერე არ ყოფილა. მათმა მხარდაჭერამ გამამარჯვებინა ამ სენზე…
ზურა ხაჩიძე:
რუსა მორჩილაძემ დაუწერა სიმღერა ნინის. ჩვენც ვიყავით სტუდიაში და ისინიც მუშაობდნენ. ხათუნა რომ შემოვიდა და დავინახე ძალიან ლამაზი ქალი… იქ რაც მოხდა, დანარჩენს აღარ განვავრცობ…
