ფსიქოლოგი, ქოუჩი ხათუნა მუზაშვილი „პირველი არხის“ ეთერში საუბრობს იმ მოლოდინების შესახებ, რომლებიც ოჯახის შექმნას მოსდევს თან:
„როდესაც სიყვარულით იქმნება ოჯახი, იქ არის კოსმიური მოლოდინები, მიჰყვები ემოციას, ვნებას, ეიფორიას. როდესაც ეს აღარ არის, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ სიყვარული დამთავრდა. როცა არის გარიგება, აქ მოლოდინი არ გაქვს, რა პირობებიც თავიდან გაქვს წარმოდგენილი, ის პირობებია მერეც, არც რაიმეა მოსათხოვნი და არც არაფერი დასაკარგი. ღალატი კი არის თანმდევი პროცესი, ფაქტობრივად, სხვანაირად არ განიხილებოდა გარიგების შემთხვევაში…“
