მომღერალი დოდონა ნამორაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში საინტერესო ისტორიას გვიყვება, რომელიც თავს მამამისს ფილიპინებზე, ერთ-ერთ კუნძულზე გადახდა.
„მამაჩემი როგორც იცით დედაჩემთან ერთად დოქტურანტურაზე სწავლობდა და ჰქონდა ორი თვე არდადეგები. აქედან დაახლოებით 2 კვირა სხვადასხვა კუნძულებს სტუმრობდა ხოლმე თავის ამერიკელ მეგობარ, ჯონთან ერთად. მინდა აღვნიშნო, რომ ფილიპინები საოცრად ურბანული ქვეყანაა, ცათამბჯენები, ინფრასტრუქტურა შესანიშნავი. თუმცა რადგანაც 7000-ზე მეტი კუნძულისგან შედგება, ზოგიერთამდე ჯერ ცივილიზაცია არ იყო ჩაღწეული. თავიდან იკვლევდნენ ხომ არ ცხოვრობდა იქ აგრესიული ტომი და შემდეგ მათ ასწავლიდნენ სხვადასხვა საქმიანობას. ერთ დღესაც მამამ თქვა, რომ ჯონთან ერთად მიდიოდა კუნძულზე. გვითხრა, რომ მშვიდი ტომი იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა. მოკლედ მამა ბედნიერად გავაცილეთ. ამ ტომს ჰქონია ასეთი წესი, რომ მაისში ერთ დღეს ყვავილობს, ერთ-ერთი ხე. ამ ხის ჩრდილის ქვეშ თუ ვინმე მოხვდებოდა, ის უნდა შეეჭამათ.
კახეთში დაღვინებული მამაჩემი, ატმის ხეებს მიჩვეული. არა თუ გავიარეო, არამედ წამოვწექიო. თან ამბობს, ვიძახოდიო, რა ლამაზად ყვავის ეს ხეო. შემდეგ გამოჩნდნენ ტომის წევრები და მამაჩემს ეგონა ამას დახვდნენ საზეიმოდ. უკვე როდესაც ხელების დაბმა დაუწყეს, მიხვდა რაღაც ისე ვერ იყო. ამ დროს გამორბის მამაჩემის მეგობარიც. მამაჩემი მისი ქართული გამჭრიახობით ასე მოიქცა, უთხრა რომ გამიშვით და რვა სულ ხარს ჩამოგიყვანთო და მოსავალი მოიყვანეთო. ამ სიტყვამ გაჭრა და მამაჩემი აგერ ამერიკაში არის პროფესორი, ენდრიუს უნივერსიტეტში“, – ამბობს დოდონა ნამორაძე.
