გადაცემაში „ყავა ბათუმურად“ ჯგუფ „ალილოს“ წევრი, სანდრო კობახიძე იხსენებს გასტროლებს საზღვარგარეთ, როდესაც ჯგუფის წევრები სცენაზე ტიროდნენ, ხოლო ემიგრანტები, სცენის მიღმა.
„პირველად ამერიკაში რომ ჩავედით, ასეთი ემოციური შეხვედრა არ მახსოვს. ვმღეროდით ნათია ზეინკლიშვილის სიმღერას „მათქმევინე“. დიდი დარბაზი იყო, ხალხი დროშებით იყო… სცენასთან იყვნენ მოსულები, ტიროდნენ ცრემლებით, ხელებს უბაკუნებდნენ სცენას… ჩვენც ვტიროდით, ნახევარი ვიმღერეთ, ნახევარი – ვერა… ეს იყო საოცარი ემოციები…“
