LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხელი მტაცა და ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა, ვუთხარი, რომ ხელი გაეშვა – აკოცა თუ არა სააკაშვილმა კანდელაკს

663
თინა 22

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის კითხვებს თინა კანდელაკმა უპასუხა.

რუსმა ტელეწამყვანმა გულახდილად ისაუბრა, თუ როგორ უყვარს და ენატრება საქართველო და ქართველები. კანდელაკმა ასევე გაიხსენა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაკაშვილთან წლების წინანდელი შეხვედრა. როგორც ცნობილი ტელეწამყვანი აცხადებს, სააკაშვილმა ის ხელში აიტაცა, თუმცა არ უკოცნია.

გთავაზობთ კანდელაკის გორდონთან ინტერვიუს საინტერესო ფრაგმენტებს.

საქართველო როგორ არ უნდა გიყვარდეს?! დღეს ხან ერთმა დამირეკა, ხან მეორემ, ხან მესამემ, როგორ შეიძლება ეს ადამიანები არ მიყვარდეს? როგორც ყველა თანამედროვე ადამიანისთვის, საქართველო ჩემთვის აღარ არის ის შორეული ადგილი, საიდანაც დიდი ხანია წამოვედი. ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ ყველანი 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ…

„გამწარებულმა ამიტაცა. მე ვუთხარი ძირს დავეშვი…“ – „გაკოცა?“ – რას პასუხობს სააკაშვილზე დასმულ კითხვას თინა კანდელაკი

ხშირად ჩადიხართ საქართველოში?

სააკაშვილის დროს ეს ხშირად არ გამომდიოდა, მაგრამ ღმერთს მადლობა ის წავიდა ქვეყნიდან. მერე ხშირად ჩავდიოდი საქართველოში. მეგობრებთან ერთად ჩემი დაბადების დღე თბილისში არაერთხელ აღვნიშნე.

ეთანხმები თუ არა მოსაზრებას, რომ სააკაშვილი წარმატებული რეფორმატორია?
როგორც ჩვენთან, საქართველოში ამბობენ, ის არის ყალბი რეფორმების ყალბი რეფორმატორი, ყალბი ქართველების ყალბი პოლიტიკოსი და ალბათ უკვე ყალბი უკრაინელებისაც. იცით როგორ არის, კორონავირუსი არის ვირუსი, სააკაშვილი კი პოლიტიკური ვირუსია. პოლონეთის ერთმა მინისტრმა, რომლის სახელიც არ მახსოვს, თქვა, ტანკების 400 დივიზია რომ მყავდეს, რუსეთს მაინც არ შევუტევდიო, სააკაშვილის რუსეთზე შეტევა კი…

მითხარი თუ შეიძლება, რუსეთმა რომ დაიპყრო ნახევარი საქართველო, ეს შენთვის გასაგებია?

საქართველო ასე არ მიიჩნევს. შენ თუ მოსმენილი გაქვს, ჩვენ ცოტა განსხვავებული მოსაზრება გვაქვს.

2004 წლის 5 იანვარს, სააკაშვილი თავისი კორტეჟით შევიდა ცხინვალში და 2004 წელს კონფლიქტი სრულებით დარეგულირდა. დარჩენილი იყო კონფლიქტის მხოლოდ პოლიტიკური ნაწილის მოგვარება, და სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ამის იმედი გვქონდა. სააკაშვილმა რისი გაკეთებაც მოახერხა 4 წლის განმავლობაში, ზუსტად ეგ იყო იმის შედეგი, რომ 2008 წლის აგვისტოში დაიკარგა აფხაზეთიც და ოსეთიც.

შენ ალბათ გაგეცინება, ეს ალბათ არ იცი, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრები სააკაშვილმა გაავლო. აი, ზუსტად ის საზღვრები, სადაც ახლა ეს „სუვერენული“ სახელმწიფო იმყოფება. დიახ.

როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, და შესაბამისად, ყველა რესპუბლიკა გამოვიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, მაშინ საქართველო ჩამოყალიბდა თავისი საზღვრების ფარგლებში ერთიან სახელმწიფოდ, სააკაშვილმა კი თავისი პოლიტიკური ინტრიგებით, მაგალითად ოსური ისტებლიშმენტის რაღაც ნაწილი თავის კონტროლის ქვეშ აიყვანა და უპირისპირებდა ერთმანეთს იქაურ ელიტებს.

ეს საზღვრები მან დაადგინა. ეს ბევრმა არ იცის. აი, ზუსტად ამ შემოხაზული საზღვრებით ოსეთი ჩამოშორდა საქართველოს.

 

ანუ შენ თვლი, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი?

მე კი არ ვთვლი, მან ეს პირადად მითხრა.

სააკაშვილმა?

რა თქმა უნდა. ეს მან პირადად მითხრა. ჩვენ შევხვდით ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციაში და მან მიჩვენა მთელი გზა, რომლითაც აპირებდა რუსეთთან ომის დაწყებას, თან თვალებში მიყურებდა. ეს რუსეთში ყველამ იცის, მე არაერთხელ მომიყოლია ამის შესახებ. მე ამ ბოდვების ცოცხალი მოწმე ვარ.

 აი, დღეს ხომ ოთხშაბათია, შაბათს სააკაშვილი სტუმრად მეყოლება, შენგან რა გადავცე?

ჩემგან გადაეცი, ზუსტად ის, რაც აი მაშინ ვუთხარი, როცა გაბოროტებულმა ხელი მტაცა, ის ხომ უზარმაზარია, და გამწარებულმა ამიტაცა. მე ვუთხარი ძირს დავეშვი.

გაკოცა?

არა მადლობა ღმერთს, არც შენ გისურვებ. არც შენ გირჩევ მის კოცნას. მაშინ ვუთხარი: დრონი მეფობენ და არა მეფენი, დამსვი ახლავე. არ ვიცი ახსოვს თუ არა ეს ყველაფერი. ზუსტად მაშინ თვალებში ვუყურებდი და ვუთხარი, რომ იმედია, შენ რომ მოკვდები შენი ფერფლიც კი არ იარსებებს, რომ ცოცხალმა ადამიანმა შენს საფლავზე ფეხი არ დაადგას.

მე მას ვერ ვიტან და ძალიან განვიცდი უკრაინის ამბებს, რომ თქვენ დიდ შეცდომას იმეორებთ. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ეს როგორ გამოგივიდათ. თქვენ ხომ მშვენიერი მაგალითი გაქვთ, თუ რა მოხდა საქართველოში.

რატომ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი თქვენთანაც არ განმეორდება? ვალების, შეცდომების და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, მაგ ადამიანს საქართველოსთვის არაფერი მოუტანია.

 

შეგახსენებთ, გორდონმა სააკაშვილთან ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთანაც ჩაწერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g