ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი, ბიორკი საკუთარ შემოქმედებაში თანამედროვე ტექნოლოგიებს ხშირად იყენებს, თუმცა, მისმა უკანასკნელმა პროექტმა ყოველგვარ მოლიდინს გადააჭარბა.
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ხელოვნური ინტელექტი შენობის სახურავზე მოათავსეს, ის კომპოზიციებს ამინდის ცვლილებას, ჩიტების გადაფრენასა თუ ღრუბლების მოძრაობის მიხედვით ცვლის. ასევე, არტისტის ნამუშევარი სასტუმროს დერეფანში უწყვეტ რეჟიმში ისმის და Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იცვლება.