ქობულეთის მერი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატმა ბონდო თედორაძემ ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს ზონდერი უწოდა, რაზეც მერმა უპასუხა: “უზრდელი ხარ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ზონდერი შენ ხარ”.
მოგვიანებით ვითარება დაიძაბა და ერთმანეთს თანამშრომლები და აქტივისტები ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. შენობაში გინება და უცენზურო სიტყვები ისმოდა.
სამართალდამცავებმა ქობულეთის საკრებულოს შენობიდან დაპირისპირებული რამდენიმე პირი გაიყვანეს.
საკრებულოს შენობასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, მათ შენობაში არ უშვებდნენ და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.