UFC-ის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ილია თოფურიას ბაბუას სტუმრობდა.
იუზა კერესელიძემ ილია თოფურიას ბავშვობის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიხსენა, გამარჯვების შემდეგ, შვილიშვილთან გაზიარებული ემოციები:
ვიდეო: „5 წლის ილია ეხვეწებოდა, ჩემს ქვეყანაში წამიყვანეო“ – რას იხსენებს ილია თოფურიას ბაბუა
„ყველა აფხაზეთიდან ვართ, იქიდან რომ წამოვედით, მთელი ოჯახი მალე წავედით გერმანიაში.. ილია 7 წლის იყო, როდესაც საქართველოში წამოვიყვანეთ, იქ სკოლაში თითქმის არც უვლია.. ძალიან მაგარი ბავშვი იყო, ვერტფრენს რომ დაინახავდა, იტყოდა, რომ მყავდეს, როგორ არ შემიძლია მართვაო, ყველაფერზე იტყოდა გავაკეთებ, პატარა ბავშვი საკუთარ ქვეყანაზე ძალიან იყო შეყვარებული..
ჯერ კიდევ 5 წლის იყვნენ, როდესაც გერმანიაში ტრენერი ჰყავდათ, 70 წლის კაცი იყო, ამ კაცმა მითხრა პირველად – ამ ბავშვებში მომავალს ვხედავო, განსაკუთრებით ილიაზე.. ამათ თუ ხელს შევუწყობთ, მომავალი აქვთო
ხომ შეგისრულე ბაბუო?! – ეს იყო მისი სიტყვები გამარჯვების შემდეგ!”
,, ხომ შეგისრულე ბაბუო?! – ეს იყო მისი სიტყვები გამარჯვების შემდეგ!" – ილია თოფურიას ბაბუა.,, ხომ შეგისრულე ბაბუო?! – ეს იყო მისი სიტყვები გამარჯვების შემდეგ!" – იუზა კერესელიძე, ილია თოფურიას ბაბუა. ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2024