LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხშირად გზის ფული არ მქონია და ფეხით წავსულვარ ვარჯიშზე. ფეხბურთიდან ორ თვეში გამოვედი, რადგან არ მინდოდა სახლში ფული მეთხოვა.. პირველად, თბილისის „დინამოში“ დახეული კედებით და საწვიმარი შარვლით მივედი.. შენ ხომ გრძნობ, ზოგი დაგცინის, ვინ არის, ვინ მოვიდაო..“ – გიორგი გველესიანი

390
Untitled design

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „ნოე სულაბერიძის“ გადაცემას სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემაზე საუბრის პარალელურად, ბავშვობასა და იმ დროისთვის არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩემი მშობლები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. მაშინ ძალიან რთული ცხოვრება იყო და როგორც შეეძლოთ აკეთებდნენ. არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც ვარჯიშზე გამომყოლოდნენ. ხშირად ავტობუსი „გადამიგდია“, რადგან 20 თეთრი არ მქონდა. ან ფეხით წავსულვარ ვარჯიშზე და ათას ხათაბალას გადავყრილვარ. 20 ლარი იყო გადასახადი.. ფეხბურთიდან ორ თვეში გამოვედი, რადგან არ მინდოდა სახლში ფული მეთხოვა…

მერე ისე მოხდა, რომ თავისით დალაგდა ჩემს ცხოვრებაში. პირველად, როდესაც თბილისის „დინამოში“ მივედი, მეცვა „ტაიგერის“ კედებით, რომელიც გახეული იყო და მეცვა საწვიმარი შარვალი.. რომ წარმოიდგინოთ, „გამოწკეპილი“ ფეხბურთელი ხარ და ვიღაც მოდის „ტაიგერებით“, „პლაშოვკა“ ფართხუნა შარვლით და უცებ შენთ ერთად უნდა ივარჯიშოს.. პირდაპირ არავის არაფერი უთქვამს, თუმცა, შენ ხომ გრძნობ, ზოგი დაგცინის, ზოგი ჩაიცინებს, ვინ არის, ვინ მოვიდაო..“, – ამბობს გიორგი გველესიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g