LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხვალ დიდი დღეა! ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ხმები გამოვაგზავნოთ” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

471
BeFunky-collage - 2023-04-23T001934.622

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ხმის მიცემის წესებს უხსნის.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ორშაბათს გახდება ცნობილი, მოხვდება თუ არა ის ტოპ 12-ში.

„ხვალ დიდი დღეა! ხვალ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ვუყუროთ და ხმები გამოვაგზავნოთ, როგორც წინა კვირას თითო ადამიანს 30 ხმის უფლება აქვს.

? მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
?მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
?მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით 21523

ორშაბათს კი უკვე გავიგებთ მოვხვდები თუ არა ტოპ 12 ში…აბა ჩვენ ვიცით, 10 საათი გვაქვს გადაცემის დაწყებიდან!
კვირას ლოს ანჯელესის დროით 5 ზე, ნიუ იორკის დროით 8 ზე და (საქ. დროით 24 აპრილი 4სთ) იწყება ლაივი!”, – წერს ნუცა ბუზალაძე.

შეგახსენებთ, ნუცა ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს და დაწყების დღიდან წარმატებით ასპარეზობს, რაც მისი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არც ყოფილა.

ნუცას მხრიდან გმირობის ტოლფასია მომდევნო ტურში გადასვლაც კი.. ამიტომ, ვფიქრობ ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისეთი ხასიათის პოსტების გამოქვეყნებას, როგორიცაა: ”შენ აუცილებლად გაიმარჯვებ“ – რას წერს ზაზა შენგელია

ნუცა ბუზალაძე: „მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ხმებისთვის, რომელსაც გამომიგზავნით!“

„ვითხოვ ყველა თქვენგანის ყურადღებას, არ მინდა ნუცა დაიჩაგროს – წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცეს…“ – ზაზა შენგელია წერს, რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა

რა მოწოდებით გამოდის ზაზა შენგელია: „ვისურვებ, გაგეაზრებინოთ ბოლომდე, რამხელა რამეს არის აბსოლუტურად მარტო შეჭიდებული 350-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამერიკაში, 25 წლის ქართველი გოგო, შეგეცვალოთ მასზე აზრი და გეამაყოთ ნუცათი!..“

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები