საქართველომ სტუმრად თურქეთთან მატჩი ჩაატარა, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების მარცხით დასრულდა.
მასპინძლებმა ანგარიშით 4:1 გვძლიეს.
ერთი გოლის გატანა გიორგი ქოჩორაშვილმა შეძლო და სხვაობა შეამცირა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც მძიმე მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ემოციებს ასახავს.