ხვიჩა კვარაცხელიას 86 წლის გულშემატკივარი გურჯაანიდან – „რუსთავი 2“ გვაცნობს ახალგაზრდობაში მარადონას გულშემატკივარს, რომელიც დღეს კვარას ყველა თამაშს უყურებს და სპეციალურად მისთვის ჩურჩხელებიც კი აქვს შენახული.
მარიამ ბებო:
„ასეთი მატაობა მე მარადონას შემდეგ არ მინახავს. ხვიჩა, შვილო, მიყვარხარ უზომოდ… დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელი იყავი და ენერგიული…საქართველოს ვინც ასახელებს, მოჭიდავეა, ფეხბურთელია, მძლეოსანია, ყველა მიყვარს და ყველას დავლოცავ, ღმერთი იყოს მათი მფარველი, იყვნენ ძლიერები ყოველთვის…“