LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Kia–მ ლოგო და სლოგანი შეცვალა და გინესის წიგნშიც მოხვდა

93
kianewlogo

კომპანია „კიამ“ ლოგოტიპი ოფიციალურად შეცვალა და თან ახალი სლოგანიც წარადგინა. ახალი სიმბოლიკის დემონსტრირებისთვის პიროტექნიკისა და დრონების რეკორდული რაოდენობა გამოიყენეს. დრონები სამხრეთ კორეაში, ქალაქ ინჩონის თავზე აფრინდნენ და ასობით ფეიერვერკი გაუშვეს. ეს წარდგენა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ავტო–კონცერნის ახალი ლოგო „სიმეტრიის“, „რიტმის“ და „აღმასვლის“ ელემენტებს აერთიანებს. ლოგო ორდონიანია და ოვალის გარეშეა გამოსახული. დასახელება კი წინა ემბლემასთან შედარებით განსხვავებული შრიფტითაა შესრულებული. შეგახსენებთ, რომ წინა ემბლემას კომპანია ჯერ კიდევ 1994 წლიდან იყენებდა და ის ერთხელაც არ შეუცვლია.

როგორც „კიაში“ აცხადებენ, ახალი ემბლემა „თავდაჯერებულობის და კლიენტზე მორგებული მოდელების შექმნის“ დემონსტრირებაა.

შეიცვალა მთავარი დევიზიც: „გაოცების ხელოვნება“ (The Power to Surprise) სლოგანმა „მოძრაობა, რომელიც შთაგაგონებს“ (Movement that Inspires) ჩაანაცვლა.

გინესის რეკორდების წიგნში კი Kia ცაში 303 დრონის გაშვებითა და გრანდიოზული ფეიერვერკით მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g