LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Kia Seltos–მა კრაშ–ტესტი სამიანზე ჩააბარა

62
suzukiseltos2011

ასოციაცია Global NCAP–მა მორიგი კრაშ–ტესტი ჩაატარა და ამჯერად Kia Seltos–ის ინდური ბაზრისთვის შექმნილი ვერსია შეამოწმა. ტესტის მეთოდიკა ერთადერთ გამოცდას გულისხმობდა – დეფორმირებულ ბარიერთან ფრონტალური დაჯახება, რა დროსაც ავტომობილის სიჩქარე 64 კმ/სთ იყო. კროსოვერმა 5 შესაძლო ვარსკვლავიდან 3 დაიმსახურა.

კრაშ–ტესტში საბაზისო Seltos გამოსცადეს, მოდელი რომელიც ფრონტალური უსაფრთხოების ბალიშებითაა აღჭურვილი.

საქმე ისაა, რომ ინდური ვერსია ევროპულ ვერსიაზე ბევრად ღარიბულია და ბევრი სისტემა საერთოდ არ აქვს. რაც დაჯახების დროს უკეთ გამოჩნდა. მოდელს ძარა დაუზიანდა, მძღოლსა და მგზავრებს კი სერიოზული ტრავმების მიღების რისკი შეექმნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები