LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Kia Sportage კრაშ-ტესტში ჩაიჭრა

28
kiasportage

დამოუკიდებელი ორგანიზაციის Latin NCAP-ის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ამჯერად მეოთხე თაობის Kia Sportage დაეტესტათ. კროსოვერის საბაზისო ვერსია 2 უსაფრთხოების ბალიშით და დამუხრუჭების ავტომატური სისტემითაა აღჭურვილი. წინაღობასთან, რომელიც ავტომობილს განასახიერებდა, შეჯახების შემდეგ Sportage საშიშ სატრანსპორტო საშუალებად აღიარეს. შედეგად ექსპერტებმა ავტომწარმოებლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ მოდელების უსაფრთხოება მაქსიმალურად გაზარდონ.

კრაშ-ტესტის შედეგად Kia Sportage ფეხითმოსიარულეთათვის 58%-ით უსაფრთხოდ დაასახელეს. ავარიის შემთხვევაში მძღოლი და წინ მჯდომი მგზავრი 48%-ით არიან დაცული. ამასთან, იმის რისკი რომ 50 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროს გვერდიდან დაჯახების შემთხვევაში ბავშვები ტრავმებს მიიღებენ – 75%-ს შეადგენს. ასე რომ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კორეული მოდელი ძალიან საშიშ მოდელად დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g