LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Kia ტრამპლინიდან გადახტა და 360 გრადუსიანი ბრუნი გააკეთა

78
754900

Kia–მ გადაწყვიტა რომ ახალი K5–ისთვის უჩვეულო გამოცდა მოეწყო – ბიზნესედანს ჰაერში 360 გრადუსიანი ბრუნის გაკეთება აიძულეს. კომპანიამ დააზუსტა რომ ილეთი პროფესიონალებმა მთელი რიგი მომზადების შემდეგ შეასრულეს, ასე რომ მისი დამოუკიდებლად გამეორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ბიზნეს–სედანი სარბოლო სავარძლით, ძრავის დამატებითი დამცავით, დამატებითი უსაფრთხოების ღვედებით და სხვა სისტემებით აღჭურვეს. რაც შეეხება უსაფრთხოების ბალიშებს, ისინი პირიქით გამორთეს რათა მძიმედ დაშვების შემდეგ არ ამოქმედებულიყო. ილეთი K5–ით შესრულდა, მოდელი 2,5 ლიტრის მოცულობის  290 ძალის ტურბოძრავითაა აღჭურვილი.

აგრეგატმა დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g