61 წლის კიანუ რივზი და მისი რჩეული, 53 წლის ალექსანდრა გრანტი ლოს-ანჯელესში გამართულ MOCA Gala 2026-ს დაესწრნენ.
წყვილი წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე ხელჩაკიდებულები პოზირებდა და შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა. ალექსანდრა გრანტმა ღონისძიებისთვის ყვავილებიანი პრინტით გაფორმებული ლურჯი ქვედაბოლო და ტოპი შეარჩია.
კიანუ რივზი კლასიკურ შავ კოსტიუმსა და ჰალსტუხში იყო გამოწყობილი, რაც მისთვის დამახასიათებელ დახვეწილ და მინიმალისტურ სტილს უსვამდა ხაზს.
წყვილის გამოჩენამ ღონისძიების სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კიანუ და ალექსანდრა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაში არიან, საჯარო ღონისძიებებზე ერთად იშვიათად ჩნდებიან.
გაკოცე-მაკოცე! – კიანუ რივზისა და ალექსანდრა გრანტის ვნებიანი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

