მილიონერ კობა ნაყოფიას ქალიშვილი, ნატალია საზოგადოების წინაშე ახალი კლიპით წარდგა, რომელიც იუგო მორისმა გადაიღო. „ცისფერი აბი“ ნატალიას საავტორო ალბომიდანაა, კომპოზიციის არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ალბომი კი ალეკო ბერძენიშვილთან „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა. ნატალიას სიმღერა მამაკაცებს ეძღვნებათ – ნატალიას სიმღერაში თამამი ტექსტია, რომელსაც ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ: „რა მინდოდა, იმ გოგოს ლამაზი თმის ფერი ჰქონდა, ის ხომ არის შენი ერთადერთი, ნუღა დამიკერე შენი როჟა, ნუთუ ორივე სამყარო გინდოდა გქონოდა, შენზე მეტი შანსი მქონდა, რომ ამ გოგოსთან ყველანაირი მქონოდა…“, მღერის ნატალია. მისი სიმღერა ბიჭზეა, რომელიც „იწვა ლოგინში და არ აწუხებდა ნამუსი“.