LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კრისტი ყიფშიძე რთულ პერიოდზე: „ავად ვიყავი და იმ პერიოდში დიდი დრო გავატარე მარტო, საკუთარ თავთან… მაშინ გადავაფასე ძალიან ბევრი რამ…“

205
კრისტი ყიფშიძე

თინანო ბუაჩიძე გვიზიარებს კრისტი ყიფშიძესთან ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც პოპულარული მოდელი პასუხობს კითხვას, არის თუ არა მისი გული დაკავებული:

„ვარ თუ არა ურთიერთობაში? ამ კითხვაზე, სხვათა შორის, კარგი პასუხი მაქვს. კი, ვარ!.. ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ და ეს არის ჩემი საკუთარი თავი… რომ ამბობენ, უნდა შეიყვარო შენი თავი. ვერ ხვდებიან, ეს რას ნიშნავს. ჰგონიათ, რომ ნარცისი და ეგოისტი უნდა გახდე. არა. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე. სარკეში რომ იყურები, სხვა შენი თავი უნდა დაინახო… ეს მოხდა ბოლო ერთი-ორი წელია… მანამდე ბევრი პრაქტიკა გავიარე, ფსიქოლოგთან თუ მედიტაციების სახით. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს პრობლემა ან რაღაზე არ ნერვიულობს. ავად ვიყავი და იმ პერიოდში დიდი დრო გავატარე მარტო, საკუთარ თავთან. კი, ვიყავი სახლში, სადაც ხალხი იყო და მარტო არ ვრჩებოდი, მაგრამ დიდ ნაწილს ვატარებდი ოთახში. მაშინ გადავაფასე ძალიან ბევრი რამ. ალერგია მქონდა სახეზე, რომელიც მძიმედ გადავიტანე. ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე გადავლახავდი ამ მძიმე პერიოდს. რაღაცები უნდა მოხდეს, ალბათ, რომ შეაფასო და გადააფასო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g