სოციალურ ქსელში გავრცელდა ხმა, რომ ცნობილი ძაღლი ბათუმიდან, რომელსაც ხალხმა კუპატა შეარქვა, მანქანამ გაიტანა. ახლახან დათო ტრაპაიძემ “ფეისბუქზე” განათავსა ვიდეო, სადაც კუპატა ჰყავს გადაღებული, რომელიც ცოცხალი გახლავთ და ძალიან კარგ ხასიათზეც არის.
დათომ დაწერა:
“მოკლედ. ბათუმში, საქართველოს ბანკის “ყრუ” კედელზე “კუპატას” დახატვა გადაწყვიტეს. ეგრევე ატყდა მითქმა–მოთქმა – კუპატა მანქანამ გაიტანა და მაგიტომო. გოდება და ციფრული ცრემლების ღვრა დამხვდა დღეს… ხოდა, სანამ სამსახურის წინ გოდების კედელს მომიწყობენ – აგერაა ბატონო ეს ვაჟბატონი. არხეინად წევს და სამსახურში წასვლასაც არ ჩქარობს. იმიტომ, რომ მართლა ჩაკუპატდდა. თან ყოველთვის იმას აკეთებდა რასაც ყველა ძაღლი ბათუმში – უყეფს ავტოს და აცილებს მის მომფერებელს”
შეგახსენებთ, რომ კუპატა ქართული და შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც სოცქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის პატარებს გზაზე აცილებს და მოახლოებულ მანქანებს უყეფს.
ფოტო: გაზეთი “ბათუმელები”