ლალი ბადრიძე, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი „პირველ არხთან“
„ბავშვი, რომელსაც ბევრი სათამაშო აქვს, ფაქტობრივად ვერ ვითარდება. ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა 50 წლის წინ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ იყო და იკვლევდა, რა აერთიანებდათ ადამიანებს, რომლებმაც ასეთ სიმაღლეებს მიაღწიეს. ნობელის პრემიის არც ერთი ლაურეატი არ ცხოვრობდა დალხენილად ბავშვობაში. უკლებლივ ყველას რთული ბავშვობა ჰქონდათ გადატანილი, ერთი რამ აერთიანებდათ, ოცნებობდნენ. ბავშვებში არ უნდა ჩავკლათ ოცნება. მივცეთ საშუალება, რომ იოცნებონ. ინატრა და მოუტანეს. ოცნება ვერ მოასწრო. მერე რა ხდება? ემოციების ნაკლებობა. მყავს პაციენტები, რომლებიც მოდიან ძალიან მდიდარი ოჯახებიდან, სამწუხაროდ, ყველა სურვილი უსრულდებოდათ, ოცნება ვერ ასწრებდა ოცნებად დარჩენას, არა აქვთ ემოცია, სიხარული არა აქვთ. ბავშვი, რომელსაც სამი ჯოხი აქვს, შეიძლება, ბევრად უფრო კრეატიული იყოს… ბავშვებს მივცეთ საშუალება, რომ თვითონ მოიგონონ რაღაც. სოფელთან არ აქვთ შეხება, მიწასა და მცენარეებთან. დათესოს, მიხედოს ყვავილებს. ნახოს ცხოველი ახლოდან…“