Lamborghini მომავალ წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს, 2022 წელს კი დიდ ეკრანებზე გამოვა მხატვრული ფილმი, რომელიც იტალიური ავტომწარმოებლის ისტორიას გადმოსცემს. ფილმს სახელად The Man Behind The Legend ჰქვია და მისი პრემიერა 18 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
ოფიციალური ტრეილერის მიხედვით, სიუჟეტი Lamborghini-ს დაარსების ისტორიას, 1970-იან წლებამდე მოიცავს, ანუ მანამდე სანამ საკულტო სუპერქარი Lamborghini Countach შეიქმნებოდა.
იდეის ავტორები პირობას დებენ, რომ ფერუჩო ლამბორგინის ისტორია მაქსიმალურად სწორად იქნება გადმოცემული, რამეთუ მათი კონსულტანტი ბიზნესმენის შვილი ტონინო ლამბორგინი იყო.