ნუკი კოშკელიშვილი კოტე მათითაშვილის „კოტკასტში“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა პროცედურები აქვს გაკეთებული თავის მოვლის მიმართულებით:
„თმა მაქვს დაგრძელებული, რადგან გენეტიკურად თმა უბრალოდ არ მაქვს. ეს არის ობიექტური შეფასება. არ მაქვს თმა და რომ მომინდეს შეკვრა, არ შეიკვრება. სახეზე ბოტოქსი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ახლა არ გამიკეთებია, რადგან ორსულად ვარ და არ შეიძლება. მარცხენა მხარეს მაქვს ბევრი ძაფი და ფილერი მაქვს გაკეთებული, მარჯვენა მხარეს არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი ჩემია. მარცხენა მხარეს მაქვს ასიმეტრია, აშშ-ში გადამიღეს ანატომიური კუნთი, ერთი კუნთი მაქვს მოკლე, მეორე მოღრეცილი, ლაპარაკისას სახე და ტუჩი გვერდზე მიმდის. მაქვს გაკეთებული კბილები, მივედი და ვუთხარი, კაფელ-მეტლახი რაც გაქვთ, ის ჩამისვით-მეთქი, ძალიან თეთრი მინდოდა. მომწონს, ბუნებრიობის დიდი მომხრე არ ვარ“.