“იმედის” გადაცემაში, “სიცრუის დეტექტორი” ლაშა ღლონტი სტუმრობდა. მასთან ერთად, მისი ახლობელი, ცნობილი მსახიობი, მურმან ჯინორიაც გამოჩნდა. გარდა იმისა, რომ მეგობრის შესახებ ისაუბრა, მურმან ჯინორიამ სცენაზე ლაშა ღლონტს გვერდი დაუმშვენა და მასთან ერთად დუეტი შეასრულა.