გასულ უქმეებზე, ცნობილ ფრანგულ ავტო ტრასაზე Circuit de la Sarthe „ლე მანის“ რბოლა გაიმართა და მასში მონაწილეობა წარსულის საკულტო ავტომობილებმა მიიღეს. ლეგენდათა შორის ერთ-ერთი იყო სპორტქარი Ferrari 250 SWB Breadvan, მოდელი რომელიც ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს. რბოლის დროს პილოტი მართვას ვერ გაუმკლავდა და ექსკლუზიური „ფერარი“ დიდი სიჩქარით მიმავალმა დაამტვრია.
ავარიის შედეგად სპორტქარს ძარა დაუზიანდა და მგზავრის მხრიდან კარიც დაკარგა. ამასთან, 32 წლის ავსტრალიელი პილოტი ლუკას ჰალუსი უვნებლად გადარჩა და ავტომობილიდან დამოუკიდებლადაც კი გადმოვიდა. საკულტო სპორტქარს კი სერიოზული სარემონტო სამუშაოები ელოდება.
Ferrari Breadvan 1962 წელს ააგეს და მოდელმა მოდერნიზებული V12 ძრავა მიიღო.