გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე, ლედი გაგა და ბრუნო მარსი დუეტს – Die with a Smile გამოუშვებენ. არტისტებს ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად, ორივე შემსრულებელი მომავალ მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, გამორიცხული არ არის მოარული ხმები სიმართლეს შეესაბამებოდეს. ასევე შესაძლებელია, რომ მუსიკოსები ,,ჯოკერის” სიქუელის საუნდტრეკისთვის გაერთიანდნენ. ფილმში ,,ჯოკერი: ორთა აშლილობა”, რომელიც 4 ოქტომბერს გამოვა, ლედი გაგა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე მომღერლებს არ უთანამშრომლიათ.
სპეკულაციას ისიც ამძაფრებს, რომ ახლახან, კოლეგებმა ერთმანეთი ,,ინსტაგრამზე” გამოიწერეს. მეტიც, გაგამ ვიდეო გააზიარა, რომელშიც მარსის გამოსახულებიანი მაისური აცვია და პიანინოზე, უცნობ მელოდიას უკრავს.
შეგახსენებთ, რომ მალე, 4 წლიანი პაუზის შემდეგ, ლედი გაგა მეშვიდე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, საკმაოდ დიდი სოლო პაუზა ჰქონდა ბრუნო მარსს. მან ამ დროისთვის ბოლო, მესამე დისკი, 8 წლის წინ გამოუშვა. 2021-ში, მისი და Anderson. Paak-ის სუპერდუოს – Silk Sonic დებიუტი შედგა.
