რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამერიკის კინოაკადემიამ 2023-ის გამარჯვებულები დაასახელა. მართალია, ლედი გაგამ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ვერ მოიპოვა, თუმცა პერფორმანსით საზოგადოებას თავი ნამდვილად დაამახსოვრა. ვარსკვლავი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ორჯერ მოხვდა.
მან შესვენებაზე თავის კოლეგას, 67 წლის ბრენდან გლისონს ტუჩებში აკოცა და ამ ჟესტით გაოცებაც გამოიწვია. მალევე, როცა მომღერალი წითელ ხალიჩაზე გამოვიდა, ერთ-ერთი ფოტოგრაფი წაბორძიკდა და წაიქცა. ლედი გაგამ სწრაფად იმოქმედა, ფოტოგრაფს დაეხმარა და ის ააყენა. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა თაყვანისმცემლების აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოიწვია.
ვიდეო: ლედი გაგამ „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე დახეული ჯინსით და მასიურით იმღერა
11 ნომინაცია, 7 ,,ოსკარი” – ნახეთ „ოსკარი“ 2023-ის გამარჯვებულების სრული სია
lady gaga the only person who went back to help someone who fell on the red carpet…. this woman is is so kind and humble #Oscars pic.twitter.com/d9Bm0VFkZl
— pop culture gal (@allurequinn) March 13, 2023