The Rolling Stones-მა, ავსტრიაში, ვენაში გამართულ კონცერტზე უკრაინელი ბავშვების გუნდებთან ერთად იმღერა.
მათ ჰიტი – You Can’t Always Get What You Want შეასრულეს.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მიკ ჯაგერი, რომელიც აღნიშნავს, რომ კონცერტმა დიდებულად ჩაიარა.
„დიდებული ღამე გვქონდა! მადლობა ვენას და განსაკუთრებული მადლობა უკრაინულ გუნდებს – VOGNYK-სა და DZVINOCHOK-ს, რომლებიც You Can’t Always Get What You Want!-ის შესრულებისას შემოგვიერთდნენ“, – დაწერა მიკ ჯაგერმა Facebook-ზე.
https://www.youtube.com/watch?v=Ngbf3C1Uhj4&ab_channel=ListenPlay%26Enjoy